თბილისის მერია 15 ოჯახს საცხოვრებელ ფართს 1 ლარად გადასცემს

დღეს, 15 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემათ საცხოვრებელი ფართები-ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ძალიან ბევრი ადამიანი გავაბედნიერეთ. ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ საცხოვრებელ ფართებში, თუმცა ვერ ახერხებენ მათ დაკანონებას. დაახლოებით 500-ზე მეტი ოჯახი გავაბედნიერეთ ამ ხნის განმავლობაში. დღეს, 15 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემათ საცხოვრებელი ფართები. ეს არის სოფელი დიდი ლილო, ერეკლე მეორეს ქუჩაზე 15 ოჯახი. ამ პროექტს ვაგრძელებთ”,-განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...