თბილისის მერი მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

თბილისის მერი დავით ნარმანია მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. 

"აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღეა ქრისტიანულ სამყაროში. მინდა სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს მივულოცო დღევანდელი ლამაზი დღე, ღვთის წყალობა არ მოკლებოდეს თითოეულ თქვენთაგანს" – განაცხადა დავით ნარმანიამ, რომელიც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მეუღლესთან და პატარა ელენესთან ერთად იმყოფებოდა.

ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას თბილისის მერი პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის, პარლამენტის  წევრებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად