თბილისის “მებრძოლი” ევროპა-ლიგა 2019″-ის ჩემპიონი გახდა

პორტუგალიის ქალაქ ოდილავასში ძიუდოში ევროპა-ლიგა 2019 წლის გათამაშება დასრულდა.

წარმატებით იასპარეზა, ჩემპიონი გახდა და გაისად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა თბილისის “მებრძოლმა”, რომლიც შემადგენლობაშიც იყვნენ ბაგრატ ნინიაშვილი, ფრიდონ გიგანი, ნუგზარ ტატალაშვილი , ლაშა ბექაური, გიორგი პაპუნაშვილი, ადამ ოქრუაშვილი

“მებრძოლმა” პირველი შეხვედრა საფრანგეთის “ნიცასთან” გამართა. ლაშა ბექაურს შეხვედრის მოსაგებად 9 წამი დასჭირდა, ფრიდონ გიგანს – 12 წამი. არც ბაგრატ ნინიაშვილს, ნუგზარ ტატალაშვილს და ადამ ოქრუაშვილს დასჭირდათ დიდი დრო მეტოქეთა დასამარცხებლად და საბოლოოდ ყველამ ერთად 5 წუთი და 11 წამი მოანდომა მეტოქის დამარცხებას.

ნახევარფინალში ” მებრძოლი” რუსეთის “ედელვაისს შეხვდა. ბაგრატ ნინიაშვილმა, ფრიდონ გიგანმა და ნუგზარ ტატალაშვილმა კვლავ იპონით მოიგეს შეხვედრები, გიორგი პაპუნაშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა კი სამ-სამი შიდო მიიღეს და დამარცხდნენ.

ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთის სენტ-ჟენევიენთან ბაგრატ ნინიაშვილმა, ფრიდონ გიგანმა და ნუგზარ ტატალაშვილმა მოიგეს შეხვედრები, დამარცხდნენ ლაშა ბექაური და ადამ ოქრუაშვილი.

ამრიგად, გაისად ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოდან ორი გუნდი იასპარეზებს: წლევანდელი “გოლდენ გორი” და თბილისის “მებრძოლი”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად