თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 14 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან მათ ცენტრში არც ერთი არ არის დადასტურებული.

” 52 გამოჯანმრთელებულიდან 38 არის ჩვენი პაციენტი. ჩვენ გუშინ დაგვემატა ერთი გამოჯანმრთრლებული. დღის განავლობაში გაკეთდა 14 პაციენტზე ტესტირება და ყველასთან უარყოფითია მიღებული.

მათ შორის არიან პირები, რომლებიც გამოჯანმრთელებას ელოდებიან. მათი მონიტორინგი გაგრძელდება და ორჯერადი პასუხის შემდეგ, როგორც გამოჯანმრთელებული, ისე შეემატება ამ 52-ს“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ დილის მონაცემით, სინჯი კიდევ შვიდ პაციენტზეა აღებული.

ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 227-მდე გაიზარდა, აქედან 52 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად