თბილისის გუნდი ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ოქროს ლიგის გამარჯვებულია

ვენაში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ოქროს ლიგაში თბილისის გუნდმა, "მებრძოლმა" ფინალში გერმანული კლუბი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტებმა გერმანელები ფინალში ანგარიშით 3-2 დაამარცხა.

ადამ ოქრუაშვილმა კიდევ ერთხელ მოიგო გადამწყვეტი შეხვედრა და სწორედ მისი შესრულებული იპონის შემდეგ, კლუბი "მებრძოლი" ოქროს ლიგის გამარჯვებული, ევროპის ჩემპიონი გახდა.

კლუბ "მებრძოლში" შემდეგი ძიუდოისტები ჭიდაობდნენ:

ამირან პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, შალვა ქარდავა, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური, ადამ ოქრუაშვილი და ვახტანგ ოქრუაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად