თბილისის ერთ-ერთ ბაღში 2 აღსაზრდელს მუნი აღმოაჩნდა

ამის შესახებ, “აიპრესს” ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ორი აღსაზრდელის მშობელმა ადმინისტრაციას აცნობა, რომ ბავშვებს ჰქონდათ ჯანმრთელობის პრობლემა.

“თბილისის N74-ე ბაგა-ბაღის ორი აღსაზრდელის (დედმამიშვილები) მშობელმა ადმინისტრაციას აცნობა, რომ ბავშვებს ჰქონდათ ჯანმრთელობის პრობლემები.

ოჯახმა გამოიჩინა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ბაღს მოგვიანებით შეატყობინა, რომ მათ შვილებს აღმოაჩნდათ დაავადება მუნი, გაეთვალისწინებინათ ეს ფაქტი და მიეღოთ შესაბამისი ზომები.

ბაღის ადმინისტრაცია დაუკავშირდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს და მათი რეკომენდაციების მიხედვით, ჩაატარა ყველა აუცილებელი სადეზინფექციო სამუშაო. ფაქტის გამო სააღმზრდელო პროცესი არ შეწყვეტილა.”,-განუცხადეს “აიპრსეს” ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად