თბილისის “დინამომ ” პირველი დაპირისპირება “დუნაისკა სტრედასთან” ფრედ დაასრულა

უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა, თბილისის "დინამომ", სლოვაკურ "დუნაისკა სტრედასთან"  ფრედ – 1:1 დაასრულა და განმეორებითი შეხვედრის წინ, გარკვეული უპირატესობა მოიპოვა. 

"დინამო" ერთადერთი ქართული გუნდია, რომელიც მიმდინარე ევროტურნირებზე განთესილია, შესაბამისად, მას ყველაზე მეტი შანსი აქვს, რომ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლიოს, რადგან მისი მოწინააღმდეგე, შედარებით სუსტია წილისყრის სისტემიდან გამომდინარე.

კახა კაჭარავას გუნდი მე-15 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ დააწინაურა და "დინამო" წინ გავიდა. თბილისელთა გოლიდან 15 წუთში, მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს. როგორც გაირკვა, შეხვედრაში მეტი ბურთი აღარ გასულა.

აღნიშნული ანგარიში, ხელს, რა თქმა უნდა ქართულ გუნდს აძლევს, შინ, "დინამოს" 0:0 აძლევს ხელს მეორე ეტაპზე გასასვლელად, თუმცა სასურველია ქართულმა კლუბმა მოიგოს და სარეიტინგო ქულებიც შეიმატოს.

განმეორებითი დაპირისპირება, "დინამო არენაზე"  19 ივლისს გაიმართება. 

ფოტო: დინამო თბილისი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...