თბილისის “დინამომ” ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი მოიგო

თბილისის "დინამომ" ევროპის ლიგის საკვაიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩში აზერბაიჯანული "გაბალა" დაამარცხა.

თბილისის "დინამომ" უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში აზერბაიჯანულ "გაბალას" "დინამო არენაზე" უმასპინძლა.

მატჩის პირველი ნახევარი ფრედ 0-0 დასრულდა. 

მეორე ტაიმის 51-ე წუთზე კი დედაქალაქურ გუნდს გიორგი გველესიანი გაუგდეს.

მიუხედავად იმისა, რომ "დინამო" კაცნაკლული თამაშობდა, 65-ე წუთზე გოლის გატანა და დაწინაურება მოახერხეს. პირველი გოლის ავტორი ჯაბა ჯიღაური გახლავთ.

74-ე წუთზე აზერბაიჯანულმა კლუბმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, თუმცა 84-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა მეორე და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

საპასუხო შეხვედრა ზუსტად 1 კვირაში, აზერბაიჯანში, 9 ივლისს აზერბაიჯანში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...