თბილისის “დინამომ” ერევნის “ალაშკერტი” ანგარიშით 2-0 დაამარცხა

თბილისის "დინამომ" ერევნის "ალაშკერტი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელებმა ორივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს და ორივე გოლის ავტორი გიორგი ქვილითაია იყო. განმეორებითი მატჩი სომხეთში მომავალ კვირაში გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის „დინამომ“ სომხურ ალაშკერტს უმასპინძლა. საქართველოსა სომხეთის ჩემპიონების დაპირისპირება თბილისის დროით 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ დაიწყო.

მატჩის პირველი ტაიმი „თბილისის“ დინამოს სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. 

ჩენი გუნდი მეტად პრინციპულ შეხვედრას მომზადებული ხვდება. იურაი იარაბეკის შეგირდებმა შეკრება ავსტრიაში გაიარეს და როგორც მთავარი მწვრთნელი ამბობს, გუნდის მუშაობით კმაყოფილია.

საქართველოს ჩემპიონები სატრანსფერო ფანჯარაზე ლეგიონერებითა და 2 ქართველი ფეხბურთელით გაძლიერდნენ. მეკარე, ანტონი სკრიბე, მარცხენა მცველი, მატია შპიჩიჩი, ნახევარმცველები – სტეფან ველევი და მათიას კურიე, გიორგი პაპუნაშვილი და ვლადიმერ დვალიშვილი “დინამოში” ითამაშებენ.

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, “ალაშერტიც” მატჩს დანაკლისებით ხვდება. გუნდი მთავარია ბრაზილიელმა მეგოლემ დატოვა, ხოლო მეორე ბომბარდირმა, მიჰრან მანასიანმა “სანტა კოლომასთან” წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაციის გამო იუქმებს.

თბილისის დინამოს ძირითად შემადგენლობაშია ჯაბა დვალიც,რომელიც კლუბს ოთხი დღის წინ შეუერთდა.

გუნდების სასტარტო შემადგენლობები ასე გამოიყურებოდა:

“დინამო” (4-2-3-1): სკრიბე; ლიბჟანიძე, ამისულაშვილი, რენე, შპიჩიჩი; ჭანტურიშვილი, ველევი, პარუნაშვილი, ჯიღაური; ქვილითაია, დვალიშვილი

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

“ალაშკერტი” (4-2-3-1): კასპაროვი; ტაშიჩი, ვოსკანიანი, მურადიანი, დაშიანი; პოღოსიანი, იედიგარინი, სავინი; მინასიანი, გრიგორიანი, გიოზალიანი

მწვრთნელი: აბრაჰამ კაშამანიანი

 

მსაჯი: სებასტიან კოლტესკუ (რუმინეთი)

კომენტარები
იტვირთება...