თბილისის “დინამომ” აზერბაიჯანში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში დამაჯერებლად გაიმარჯვა

დღეს თბილისის “დინამომ” ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრის პირველი შეხვედრა გამართა.

თბილისელები აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში ადგილობრივ “გაბალას” სტუმრობდნენ.

შეხვედრის პირველი ნახევრის 41-ე წუთზე, დინამოელთა მრავალსვლიანი კომბინაცია, მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმო მოედნის ცენტრში ნოდარ იაშვილის ჩაწოდებაზე ლევან კუტალიას მიერ დასწრებაზე თავური დარტყმით და მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გადატანილი გოლით დასრულდა.

87 წუთზე არფანგ დაფემ საჯარიმო მოედნის გარედან მეკარისგან მარცხენა მაღალ კუთხეში დაარტყა ბრწყინვალედ – 0:2

საპასუხო შეხვედრა “დინამო არენაზე” 1 აგვისტოს გაიმართება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად