თბილისის “დინამო” როტერდამში სასტიკად დამარცხდა

დღეს, როტერდამში, “დე კუიპის” სტადიონზე ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე წრის პირველ მატჩში ადგილობრივი “ფეინორდი” თბილისის “დინამოს” მასპინძლობდა

შეხვედრის პირველი ნახევარი მასზპინზელთა დიდი ტერიტორიულიუპირატესობით წარიმართა, თუმცა მათ მხოლოდ ერთხცელ შეძლეს დინამოელთა კარის აღება. 42 წუთზე საჯარიმოდან დაუდევრად გამოტანილ ბურთს კვლავ ჰოლანდიელები დაეფლნენ და რამდენიმესვლიანი კომბინაციის შემდეგ ლუის სინისტერამ აიღო ხოსე პერალესის კარი – 1:0.

შეხვედრის მეორე ნახევარში დინამოელები ყრუ დაცვიდან შედარებით აქტიურ თამშზე გადავიდნენ და ჰოლანდიელებს რამდენჯერმე პრობლემებიც შეუქმნეს, თუმცა 76 და 78 წუთებზე შულაიამ ორჯერ მიიღო ყვეთელი ბარათი და მოედანი დატოვა და თბილისელები ათნი დარჩნენ.

ამის შემდეგ ნიდერლანდელებს თამაშის სადავეების სრულად ხელში აღება აღარ გაჭირვებიათ და ჯერ 82 წუთზე დინამოელთა საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი თავით გაგზავნა საკუთარ კარში დავთ კობურმა, შემდეგ კი ჯერ 85 წუთზე დინამოელთა მიერ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო დანიშნული პენალტი გამოიყენა სტივენ ბერგუისმა, შემდეგ კი 87 წუთზე ლუჩანო ნარგსიხმა დააფიქსირა საბოლოო ანგარიში – 4:0

განმეორებითი შეხვედრა თბილისში, დინამო არენაზე 15 აგვისტოს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ უეფას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად თბილისში, 1 აგვისტოს გამართულ ლიგა ევროპის მეორე რაუნდის მეორე მატჩში მასპინძელთა მხრიდან გამოვლენილი რასისტული ქცევის გამო უეფას ეთიკის და სადისციპლინო კომიტეტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება:

“დინამო” თბილისმა მასპინძლის რანგში შემდეგი შეხვედრა თავის გულშემატკივართა რასისტული ქცევის გამო ჩაატაროს მაყურებელთა გარეშე.

თბილისის “დინამომ” სამხრეთ იარუსის 1,2 და 18 სექტორში განათავსოს ბანერი წარწერით «#EqualGame» და უეფას ლოგოტიპით.

თბილისის “დინამო” თავის გულშემატკივართა რასისტული ქცევის გამო 50 000 ევროთი დაჯარიმდეს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად