თბილისის “დინამო” ევროპალიგის მეორე წრეში გავიდა, ქუთაისის “ტორპედო” შეჯიბრებას გამოეთიშა

დინამო” ქართულმა საფეხბურთო კლუბებმა ევროპალიგის პირველი წრის თამაშები დაასრულეს.

გუშინ საჩხერის “ჩიხურას” ლუქსემბურგის “ფოლასთან” მეორე მატჩში გამარჯვების და ორი მატჩის ჯამში საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში გასვლის შემდეგ დღეს მას თბილისი “დინამო” შეუერთდა.

თბილისელებმა სტუმრად ანდორის “ენგორდანი” აბდელ ჯალილ მედიუბის მიერ მატჩის მიწურულს, 81 წუთზე გატანილი გოლით დამარცხეს. თბილისელებს პირველი შეხვედრაც მოგებული ჰქონდათ – 6:0.

ევროპალიგაზე მონაწილე ჩვენმა მესამე კლუბმა, ქუთაისის “ტორპედომ”, შიმკენტში 0:1 დამარცხების შემდეგ მთელი მატჩის განმავლობაში იბრძოლა ერთბურთიანი სხვაობის აღმოსაფხრელად, მაგრამ ვერ შეძლო სტუმართა კარის აღება. თავის მხრივ, “ორდაბასმა” მატჩის მიწურულს, 81-ე და 90 წუთებზე ორჯერ გაიტანა გოლი ქუთაისელთა კარში და მეორე წრეში ასპარეზობის უფლლება მოიპოვა.

ამრიგად, ევროპის საკლუბო ჩემპიონატებზე მონაწილე ოთხი ქართული კლუბიდან სამი – “საბურთალო”, ჩიხურა” და “დინამო” საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში იასპარეზებენ, ქუთაისი “ტორპედო” კი ასპარეზობას გამოეთიშა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად