თბილისის აქციების პარალელურად ფილმმა “და ჩვენ ვიცეკვეთ” მორიგი პრიზი მოიპოვა – აღიარება მინსკში

თბილისის აქციების პარალელურად ფილმმა “და ჩვენ ვიცეკვეთ” მორიგი პრიზი მოიპოვა. ლევან აკინის ფილმმა აღიარება ამჯერად ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში მოიპოვა.

მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალ Listapad-ზე ფილმის  მთავარი როლის შემსრულებელი ქართველი მსახიობი, ლევან გელბახიანი კაცის საუკეთესო როლის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

ფესტივალზე სხვადასხვა ნომინაციაში კიდევ რამდენიმე ქართულმა პროექტმა გაიმარჯვა, კერძოდ საუკეთესო სცენარისა და მუსიკალური გაფორმებისთვის დაჯილდოვდა დიმიტრი მამულიას ფილმი “ბოროტმოქმედი” და ასევევ,  ქართველი მსახიობი, სალომე დემურია ფილმით “ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა” ქალის საუკეთესო როლის ნომინაციაში ჟიურის რჩეული გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად