თბილისის ანძის განვითარების პროექტისთვის 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მართვისა და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგინა.

● თბილისის გარე განათების პროექტი: 100 000 მილიონი ₾ ინვესტიცია;
● რადიოქალაქის განვითარების პროექტი: საპრივატიზებო საფასური – 23 მილიონი ₾, 8 მილიონი $ ინვესტიცია, კონცეფციის მიხედვით;
● თბილისის ანძის განვითარების პროექტი: 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 5 მილიონი $ ინვესტიცია;
● გადასასვლელი ხიდების პროექტი: 16 ადაპტირებული ხიდი, 4 წლის განმავლობაში 10 მილიონი ₾ ინვესტიცია;
● კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით, 17 სხვადასხვა სამშენებლო პროექტი და კომპანია, 500 000 კვ.მ-ზე მეტი სამშენებლო მოცულობა;
● 125 მილიონ $-ზე მეტი ინვესტიცია;
● თბილისის მერიისა და ევროკავშირის თანამშრომლობით, 2019 წელს ბიზნესაქსელერატორი „სპარკი“ გაიხსნა. ჯამში 4 310 -ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა;
● 2018 წლიდან ტარდება გამოფენა- გაყიდვა „თბილისური ბაზარი“;
● 2019 წლიდან ტარდება ფესტივალი ”გაუსინჯე თბილისს გემო“;
● 2019 წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 რაიონულ სერვისცენტრს; – განაცხადა მერმა პროექტის წარდგენისას.

კომენტარები
იტვირთება...