თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

“ანძის განათების თხოვნით დედაქალაქის მერიას აზერბაიჯანის საელჩომ მიმართა. ქვეყანა 18 ოქტომბერს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

დედაქალაქის მერია ტრადიციულად, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების დამოუკიდებლობის დღეების და სხვა მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად, თბილისის ანძას მათი სახელმწიფო დროშების ფერებში ანათებს. წელსაც ანძა განათდა ბრაზილიის, თურქმენეთის, სან-მარინოს, შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ლიბიის, ინგლისის, სომხეთის, აშშ-ის და გერმანიის დროშების ფერებში.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად