თბილისის №1 კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგება დაიწყო

დღეს, თბილისის №1 კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგება დაიწყო. როგორც სკოლის დირექტორი ჟრუნალისტებთან აცხადებს, გიმნაზიაში 2165 მოსწავლე სწავლობს, გუშინ საღამოს კი 2200 ვაშლი მიიტანეს. 

მისივე ინფორმაციით, ვაშლები სათითაოდ არის დაფასოებული და მოსწავლეებს მეორე გაკვეთილის შემდეგ შეუძლიათ, რომ სურვილისამებრ აიღონ კალათიდან ვაშლი და მიირთვან. 

ცნობისთვის, პირველ ეტაპზე თბილისის 10 სკოლაში ვაშლები კვირიაში ერთხელ დარიგდება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად