თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

საკურორტო სეზონზე, გაზრდილი მგზავრთნაკადის  მომსახურების მიზნით,  „საქართველოს რკინიგზა“   თბილისიდან და  ბათუმიდან ორივე  მიმართულებით, ერთი რეისით (№888/887) სამგზავრო მატარებელს ამატებს.

მატარებელი  იმოძრავებს  შემდეგი განრიგით:

11/08/2019    თბილისი – ბათუმი –  თბილისი   №888/887
  გასვლა- თბილისი   ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი   ჩამოსვლა- თბილისი
09:05 14 :42 18:30 00:07

 

 შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...