თბილისი-ზუგდიდის მატარებელს ვაგონი მოწყდა და ლიანდაგიდან გადავარდა

თბილისიდან ზუგდიდში მიმავარლ ჩქაროსნულ მატარებელი ხაშური ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან ვაგონი მოძვრა და რელსებიდან გადავარდა.

საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მგზავრებს, სხვა მატარებლით გადაიყვანენ დანიშნულების ადგილამდე.

საქართველოს რკინიგზამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

https://ipress.ge/new/saqarthvelos-rkinigza-thbilisi-zugdidis-mimarthulebith-modzravi-matareblis-liandagidan-gadasvlasthan-dakavshirebith-gantskhadebas-avrtselebs/

ხაშური ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან თბილისი–ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს აცდა ორი გორგოწყვილით.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა. კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა. საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. თითოეულ მგზავრს მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდება. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...