„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში აუდიო-მუსიკალური საღამო „თბილისური ეზო – ვაჟა-ფშაველა“ გაიმართება

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, დღეს, 20:00 საათზე, ჯანსუღ კახიძის 10-ში, „არტარეისა“ და თბილისის მერიის თანამშრომლობით, გაიმართება ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აუდიო-მუსიკალური საღამო, „თბილისური ეზო – ვაჟა-ფშაველა“. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრება.

ღონისძიების შინაარსი თენგიზ აბულაძის „ვედრების“ სიუჟეტს მიუყვება, რომელიც, ვაჟა-ფშაველას ორ ნაწარმოებს, „ალუდა ქეთელაურსა“ და „სტუმარ-მასპინძელს“ ეფუძნება. მუსიკალური ნაწილი ნოდარ გაბუნიასა და სოსო ბარდანაშვილის კომპოზიციებსა და ფილმის მუსიკაზეა აწყობილი. მუსიკას შეასრულებენ გიორგი ცაგარელი, ნიკოლოზ რაჭველი, ნატო მეტონიძე, Zagareli & Strings და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები. საღამოს საუნდ დიზაინერია ნიკა მაჩაიძე.
საღამოს გახსნის მოწვეული მოდერატორია ლევან ბერძენიშვილი, რომელიც ისაუბრებს ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მნიშვნელობასა და მწერლის მსოფლმხედველობაზე. სტუმრები ასევე მოისმენენ უცნობ და საინტერესო ბიოგრაფიულ ფაქტებს ვაჟა-ფშაველაზე და ნაწყვეტებს მისი შემოქმედებიდან.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.
საკონტაქტო პირი: ია ვეკუა – 577 25 55 91

კომენტარები
იტვირთება...