თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 25-ე კმ-ზე მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში ხორციელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე არსებულ ხიდზე, ხიდების მოვლა-შენახვის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, აღნიშნულ მონაკვეთზე ცალხმრივად შეზღუდულია.

მიმდინარე სამუშაოები, 10-12 დღის განმავლობაში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...