„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე „ტვ პირველს“ კამერები დაუმტვრიეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაპირისპირებირებაა, “ტვ პირველის” სამაუწყებლო ჯგუფს რამდენიმე კამერა დაუმტვრიეს.

აქციის მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ.

ფიზიკური შეურაცხყოფა რამდენიმე ტელეკომპანიის წარმომადგენლებს მიაყენეს.

დაშავებულია რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელი, მათ შორის ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ოპერატორი.

პოლიცია ცდილობს ჟურნალისტები და ოპერატორები ტერიტორიიდან განარიდონ.

კომენტარები
იტვირთება...