“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორი:ღირსების მარშს ევროპარლამენტარები და დიპკორპუსის წარმომადგენლები შემოუერთდებიან

ამის შესახებ “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორმა თამაზ სოზაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“მოვუწოდებ ხელისუფლებას გაატარონ ყველა საჭირო ღონისძიება, რომელიც უზურუნველყოფს ლგბტქ ადამიანების მშვიდობიან, უსაფრთხო და ღირსეულ ცხოვრებას ამ ქვეყანაში. მოვუწოდებ ყველა საჭირო ქმედების განხორციელებისკენ, რომელიც უზრუნველყოფს “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სამივე ღონისძიების და განსაკუთრებით ღირსების მარშის მონაწილეების უსაფრთხოებას მაღალი სტანდარტებით. ძალიან ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ პირდაპირ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიიღონ ყველა საჭირო ზომა და გააკეთონ ყველაფერი, რაც “თბილისი პრაიდის” ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების” უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, – განაცხადა თამაზ სოზაშვილმა.

“ღირსების მარშს შემოუერთდებიან ლგბტქ ადამიანები, ჩვენი მეგობრები, ოჯახის წევრები, ასევე სხვა მშვიდობიანი მოქალაქეები. ჩვენი მხარდამწერები, რომელთაც სურთ ქვეყანაში მშვიდობა და თანასწორობა. ღირსების მარშს ასევე შემოერთდებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ევროპარლამენტარები. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ უზრუნველყონ უსაფრთხოება”, – განაცხადა თამაზ სოზაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...