“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორი: ერთმანეთში არაფერი გვაქვს გასაყოფი, გვერდით გადავდოთ აგრესია

ჩვენ LGBT ადამიანები ვართ თქვენი ოჯახის წევრები…… ჩვენ ვართ თანასწორი მოქალაქეები, ერთმანეთში არაფერი არ გვაქვს გასაყოფი. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ყველა. გადავდოთ გვერდით ეს ზიზღი, აგრესია.”,-ამის შესახებ, “თბილისი პრაიდის” ერთ-ერთმა ორგანიზატორიმა, მარიამ კვარაცხელიამ TV პირველის გადაცემა რეაქციაში საუბრისას განაცხადა.

“კიდევ ერთხელ მივმართავ ქართულ საზოგადოებას. ძვირფასო თანამოქალაქებო, ეს ადამიანები ვინც დღეს ჩვენს ეთერში სიძულვლის თესავენ და ცდილობენ შუღლი გააღვივონ საზოგადოების ჯგუფებს შორის მათ აქვთ გარკვეული ინტერესები.

მაგალითად, კობა დავითაშვილი და მისნაირი ადამიანები იბრძვიან იმისთვის რომ პარლამენტში მოხვდნენ და თბილი სკამებზე კომფორტულად მოკალათდნენ. ხოლო, სანდრო ბრეგაძისნაირი ადამიანები ვიცით საიდან ფინანსდებიან და რის გამო აკეთებენ ამ ყველაფერს. ეს ადამიანები მიიღებენ ძალაუფლებას დასხდებიან სკამებზე და ამასობაში ჩვენ ვრჩებით ერთად.

ჩვენ ამ საზოგადოებაში ვრჩებით. ერთად უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ LGBT ადამიანები ვართ თქვენი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები, თანამშრომლები, ახლობლები. ჩვენ მოგვიწევს დავრჩეთ და ვიცხოვროთ ერთად მაშინ როდესაც ეს პოლიტიკური ელიტები არაკეთილსინდისიერად მოთამაშე ადამიანები, ამით გარკვეულ ქულებს დაიწერენ, თავის სიკეთეებს შექმნიან ჩვენს ხარჯზე, ჩვენს მანიპულირებით და გამოყენებით. მოგიწოდებთ არ მისცეთ მათ სიძულვილი ჩათესონ თქვენს გულებში. ჩვენ ვართ თანასწორი მოქალაქეები, ერთმანეთში არაფერი არ გვაქვს გასაყოფი. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ყველა. გადავდოთ გვერდით ეს ზიზღი, აგრესია. ეს ერთმანეთის ჩაგვრა. არაფერი არ გვაქვს გასაყოფი. ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად და მივმართოთ ჩვენი ძალისხმება იმ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე: საშინელი სიღარიბე, გარემოსდაცვისთი პრობლემები, ოკუპაცია, ეკოლოგიური პრობლემები..

ამ პოლიტიკურ ელიტებს, რუსეთიდან დაფინანსებულ ულტრამემარჯვენე ფაშისტურ ჯგუფებს არ უნდა მივცეთ საშუალება ერთმანეთს გადგვკიდონ.”,-განაცხადა მარიამ კვარაცხელიამ.

ცნობისთვის, 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული შეკრების მონაწილეთა თავდასხმისათვის ბრალდებულად ცნეს 4 პირი . ხოლო, 2015 წლის 28 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ”17 მაისის” საქმეზე ბრალდებულების ირაკლი (მამა იოთამ) ბასილაიას, ბექა სალუქვაძის, ტარიელ დავრიშიანის და გიორგი ბასიაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

შეგახსენებთ, 2014 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს გადაწყვეტილებით, 17 მაისს საქართველოში ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს აღნიშნავენ.

ცნობისთვის, 2004 წლიდან 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამასთანავე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ხვალ სასულიერო პირები მრევლთან ერთად თბილისში, „რესპუბლიკის მოედანზე“ იკრიბებიან, სადაც პარაკლისს აღავლენენ, შემდეგ კი ყოვლაწმიდა სამების საკათედრო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობას გამართავენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...