“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორი: ბოლო დღეებში ქუჩაში ვერ გავდივარ, დღეს სახელმწიფოს უსუსურობა დავინახე

ამის შესახებ “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა “ტვ პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება, რომ გავიაზროთ ის ინფორმაცია რაც მივიღეთ – შევხვდეთ მხარდამჭერებს, საერთაშორისო საზოგადოებას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში და შემდეგ ალბათ მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ როგორ ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენც ვხედავთ რისკებს და ამ რისკებს ხედავს შსს-ც და ამაზე გვესაუბრე დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში სახელმწიფო. მე პირადად დავინახე სახელმწიფოს უსუსურობა ამ ყველაფერში, ან პოლიტიკური ნების არარსებობა. ჯერ არ ვიცით რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ადამიანის სიცოცხლე.

ის ბანდფორმირებები, რაც დაანონსეს ლევან ვასაძემ და სხვა ორგანიზატორებმა პირდაპირი საფრთხეა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება არანორმატიულად გამოიყურებიან და უბრალოდ ქუჩაში ვერ გავლენ, ისევე როგორც მე ვერ გავდივარ ქუჩაში ბოლო დღეების განმავლობაში. ეს არ შეიძლება ასე იყოს, იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია და ჩვენი საბაზისო უსაფრთხოება სიცოცხლეზე კითხვის ნიშნის ქვეშ არის”, – განაცხადა გიორგი თაბაგარმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...