თბილისი პრაიდი შსს-ს მოუწოდებს ლევან ვასაძის განცხადებებზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს

თბილისი პრაიდი მოუწოდებს შსს-ს დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება ლევან ვასაძის მიერ დღეს, 16 ივნისს ვაკის პარკში გაკეთებულ განცხადებებზე.

“თბილისი პრაიდი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება ლევან ვასაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (მუხლი 223. უკანონო ფორმირების შექმნა) ნიშნებს.

სახეზეა დანაშაულის ყველა ელემენტი:

ჯგუფი იქმნება იმისთვის რომ, პირის თავისუფლად გადაადგილების უფლება შეზღუდოს (“ქამრებით შევუკრავთ ხელებს და გავიყვანთ ტერიტორიიდან”) – განხორციელდეს მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთა (სსკ მუხლი 144),

ქამრები და კომბლები შეიძლება ადამიანის დასაზიანებლად გამოიყენონ,

ეს მიზანი პირდაპირაა გაცხადებული ანუ სახეზეა განზრახვა,

სახეზეა რეალური და მყისიერი საფრთხე.”,-ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...