თბილისი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად არის მიჩნეული

Numbeo-მ გამოკითხვის შედეგად 337 ქალაქის უსაფრთხოების და კრიმინალური ინდექსები გამოანგარიშა. უსაფრთხოების ძალიან მაღალი (>80-ზე) და შესაბამისად, ძალიან დაბალი (<20-ზე) კრიმინალური ინდექსის მქონე ქალაქების სრული ჩამონათვალი ასეთია:

1. აბუ-დაბი, არაბთა გაერთ. საამიროები – 89,05→10,95
2. დოჰა, ყატარი – 88,00→12.00
3. კვებეკი, კანადა – 85,74→14,26
4. ოსაკა, იაპონია – 84,94→15,06
5. ტაიპეი, ტაივანი – 84,41→15,59
6. დუბაი, არაბთა გაერთ. საამიროები – 83,45→16,55
7. მიუნჰენი, გერმანია – 83,40→16,60
8. ტოკიო, იაპონია – 83,13→16,87
9. ესკიშეჰირი, თურქეთი – 83,00→17,00
10. ირვინი, კალიფორნია, აშშ – 82,92→17,08
11. ციურიხი, შვეიცარია – 82,55→17,45
12. ბაზელი, შვიეცარია – 82,14→17,86
13. რიეკა, ხორვატია – 81,94→18,06
14. ჰონკონგი, ჰონკონგი – 80,74→19,26
15. თბილისი, საქართველო – 80,13→19,87
16. რეიკიავიკი, ისლანდია – 80,01→19,99

18. ტალინი, ესტონეთი – 79,46→20,54
20. ერევანი – 78,40→21,60
29. ბურსა, თურქეთი – 76,78→23,22
36. მინსკი, ბელარუსი – 75,62→24,38
57. ნიჟნი ნოვგოროდი, რუსეთი – 72,41→27,59
59. იზმირი, თურქეთი – 71,93→28,07
64. ვილნიუსი, ლიეტუვა – 71,21-→28,79
65. ბაქო, აზერბაიჯანი – 71,15→28,85
123. რიგა, ლატვია – 62,84→37,16
132. ლვოვი, უკრაინა – 61,71→38,29
134. სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი – 60,81→39,19
143. ანკარა, თურქეთი – 59,47→40,53
146. მოსკოვი, რუსეთი – 59,27→40,73
159. კაუნასი, ლიეტუვა – 57,73→42,27
183. კიშინიოვი. მოლდოვა – 55,45→44,55
184. ხარკოვი, უკრაინა – 55,32→44,68
187. ნოვოსიბირსკი, რუსეთი – 54,80→45,20
205. კიევი, უკრაინა – 52,78→47,22
214. სტამბოლი, თურქეთი – 51,13→48,87
238. ოდესა, უკრაინა – 46,86→53,14
321. ალმატი, ყაზახეთი -28,14→71,86

თბილისი უსაფრთხოების ინდექსი 2018 წელთან შედარებით სულ რაღაც 0,3 პუნქტით არის მომატებული, თუმცა იმის გამო, რომ შარშან მასზე წინ მყოფი სინგაპურის (სინგაპური) და აალბორგის (დანია) უსაფრთხოების ინდექსებმა მოიკლო, ბერნი (შვეიცარია) წელს გამოკითხვაში არ იყო და მასზე უკან მყოფი ქალაქებიდან წელს მხოლოდ ჰონკონგი (ჰონკონგი) აღმოჩნდა უფრო წინ, თბილისი ორი ადგილითარის დაწინაურებული.

თბილისში, მარტო მყოფი პიროვნების უსაფრთხოების ინდექსი, დღის საათებში 91,4, შეფასებულია როგორც ზალიან მაღალი, ხოლო იგივე ინდექსი ღამის საათებში – 78,18, შეფასებულია როგორც მაღალი.

კრიმინალური ინდექსის გამოსათვლელად გამოყენებული სხვადასხვა მახასიათებლიდან თბილისის კრიმინალურ ინდექსზე ყველაზე მცირე გავლენა იქონია ავტომობილების გატაცების ინდექსმა – 10,81 (ძალიან დაბალი), ხოლო ყველაზე დიდი კი ინდექსებმა, რომლებიც დაკავშირებულები არიან შემდეგ პრობლემებთან: ნარკოტიკები – 26,32 (დაბალი), კორუფცია და მექრთამეობა – 24,53 (დაბალი), ქონების დაცულობა, ვანდალიზმი და ქურდობა – 23,59 (დაბალი)

ძალიან დაბალი (<20-ზე) უსაფრთხოების ინდექსი და შესაბამისად, ძალიან მაღალი (>80-ზე) კრიმინალური ინდექსი აქვთ შემდეგ ქალაქებს:

1. კარაკასი, ვენესუელა – 16,51→83,49
2. სან პედრო სულა, ჰონდურასი – 17,31→82,69
3. პიტერმარიცბურგი, სამხრეთ აფრიკა – 17,43→82,57
4. პრეტორია, სამხრეთ აფრიკა – 19,44→80,56
5. ფორტალეზა, ბრაზილია – 19, 63→80,37

ავტორი: რაულ კაპანაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...