თბილისის მერობის კანდიდატი: მივესალმები მთელ საქართველოს, თბილისს, კავკასიას, მსოფლიოს, მივესალმები მშვიდობის დესპანი ქალაქიდან

მივესალმები მთელ საქართველოს, თბილისს, კავკასიას, მსოფლიოს, მივესალმები მშვიდობის დესპანი ქალაქიდან, – ამის შესახებ „მშრომელთა სოციალისტური პარტიის“ კანდიდატმა, ევგენი ღვინიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში  თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებზე განაცხადა

“ეს ემბლემა, რომელიც ჩემ მაისურზეა, ასახავს იმას, რომ 34 წლის წინ გაერო-მ თბილისი მშვიდობის დესპანად აღიარა“, – განაცხადა ღვინიაშვილმა.

მისი თქმით, იმ ქვეყანაში და ხალხში, სადაც მშვიდობის სული არ ტრიალებს, სიკეთეს ნურავინ ელის.

„აუცილებელია, მშვიდობის სული ტრიალებდეს. ამის გარეშე სიკეთე არ არსებობს“, – განაცხადა ევგენი ღვინიაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...