თბილისი-ბათუმის მატარებელი 1 საათი გაჩერებული იყო, აზიური წარმოშობის 2 მგზავრი შესამოწმებლად კლინიკაში გადაიყვანეს

თბილისის ცენტრალურ სადგურში, თბილისი-ბათუმის მატარებელი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო გაჩერებული. მიზეზი, მატარებელშ მსხდომი ორი აზიური წარმოშობის მგზავრი გახდა, რომლებსაც გაციების ნიშნები აღენიშნებოდათ.

აღნიშნულის გამო, მგზავრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმება მოითხოვეს. მედიკოსებმა ისინი მატარებელშივე შეამოწმეს, რის შედეგადაც დაადგინეს, რომ მათ ვირუსის ნიშნები არ აღენიშნებოდათ. მიუხედავად ამისა, რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემდგომინსამედიცინო შემოწმების მიზნით,  ორივე მათგანი ბოჭორიშვილის სახელობის ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანეს.

დარჩენილი მგზავრები მატარებელს აღარ გაყვნენ და ისინი სხვა რეისით გაამგზავრეს ბათუმისკენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად