თბილისი-ბათუმი, ნატახტარი-მესტია, ნატახტარი-ამბროლაური – ფრენები აღდგენილია

დღეიდან საქართველოში ფრენები აღდგენილია. დღეს პირველი ფრენა ნატახტარიდან მესტიაში 9:00 საათზე შესრულდა.

დღესვე,  20:00 საათზე შესაძლებელი იქნება თბილისიდან ბათუმში გაფრენა.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე აცხადებს, შიდა ფრენების კუთხით აღდგენილია ფრენები სრულად, გარდა ქუთაისი – მესტიის მიმართულებისა.

„თბილისი – ბათუმი; ნატახტარი – მესტია; ნატახტარი – ამბროლაური – ფრენები აღდგენილი. ივლისში მესტიის მიმართულებით იქნება 6 ფრენა, ბათუმის მიმართლდებით 5, ხოლო ამბროლაურის მიმართულებით 3 ფრენა.

აგვისტოდან კი სრული დატვირთვით იქნება აღდგენილი ფრენები. კვირაში 5-ჯერ იქნება მესტია, კვირაში 4-ჯერ ბათუმი, კვირაში 3-ჯერ ამბროლაური“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განმარტებით, ქუთაისი – მესტიის მიმართულებით ფრენები იმის გამო არ აღდგა, რომ მგზავრთა ნაკადი იყო დაბალი.

 

„ეს ფრენები არის სუფსიდირებული. ეს არის პროექტი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული შიდა ფრენები. რომელიც უკვე ძალიან ბევრი წლის განმავლობაში. ამიტომ, თანხების გადამისამართება მოხდა უფრო მოთხოვნად რეისებზე. იმ შემთხვევაში თუ იქნება მოთხოვნა, ქუთასი მესტიის მიმართულებაც აღდგება“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ “მაესტროსთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად