თბილისი-ბაკურციხის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას პოლიციის თანამშრომელი ემსხვერპლა

თბილისი-ბაკურციხის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლის გიორგი ახვერდაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონულ განყოფილებაში მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ახვერდაშვილის ავტომობილს საპირისპიროდ მოძრავი მანქანა შეეჯახა, რომლის მძღოლიც საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, პოლიციის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად