ბაიდენის ძაღლი, სახელად მეიჯორი, ხდება თეთრი სახლის ის პირველი ბინადარი, რომელიც თავშესაფრიდანაა აყვანილი.
ბაიდენსა და მის მეუღლეს ორი გერმანული ნაგაზი ჰყავთ. მათგან ერთ-ერთი 2018 წელს თავშესაფრიდან აყვანილი მეიჯორია. მეორე ნაგაზი-ჩემპი კი მათ უკვე 12 წელია ჰყავთ.
განმარტებულია, რომ მეიჯორი თეთრ სახლში იქნება ის პირველი ძაღლი, რომელიც თავშესაფრიდანაა დამოწყვანილი. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაში პირველი მიუსაფარი ძაღლი ყოფილ პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონს ჰყავდა, რომელიც მისმა ქალიშვილმა ბენზინგასამართ სადგურზე იპოვა.