“თავისუფლების ქარხანა“ – თავისუფლების ახალი ეკოსისტემა თბილისში

“თავისუფლების ქარხანა“-სრულიად ახალი და განსხვავებული ინოვაციური, კულტურული პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის

დღეს, ვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე (პეტრიაშვილის ქ. #1) საინიციატივო ჯგუფმა „თავისუფლების ქარხნის იდეისა და პლატფორმის ეზენტაცია  წარმოადგინა.

კერძოდ, თბილისში, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე შეიქმნება სრულიად ახალი და განსხვავებული ინოვაციური, კულტურული პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედი და საინტერესო ადამიანებისთვის, თავგადასავლების მოყვარული პიროვნებებისთვის, სწავლის, დასვენებისა და გართობის მსურველთათვის.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, განხვავებული აზრის პატივისცემა, პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება და თავისუფალი აზროვნება & შემოქმედება – ეს ის 5 ძირითადი პრინციპია, რომელსაც ინოვაციური პლატფორმა დაეფუძნება.

„ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე უკვე წარმატებულად ფუნქციობს კვებისა და გართობის ობიექტები, ელი თბილისელებისა ა დედაქალაქის სტუმრებისთვის ბოლო წლების საყვარელ ადგილად იქცა. თუმცა, ჩვენი იდეა ამ სივრცის აბსოლუტურად ახალი მახასიათელებითა და შინარსით შევსებას გულისხმობს.

ვფიქრობთ,  ჩამოვაყალიბოთ  ისეთი ეკოსისტემა, რომელიც ინოვაციური ვირტუალური თუ ფიზიკური პლატფორმების მეშვეობით ახალი მიზიდულობის ცენტრი გახდება თბილისში.

შეიქმნება საგამოფენო და საინსტალაციო სივრცეები, მოეწყობა საგანმანათლებლო აუდიტორიები, ჩატარდება ვორქშოპები და მრავალფეროვანი ინტერ-დისციპლინური ლექციები. თავისუფლების ქარხნის ზაზე დაფუძნდება ლაბორატორიები, სახელოსნოები  და თანამედროვე ინოვაციების ჰაბი,” – აღნიშნავს „თავისუფლების ქარხნის” თანადამფუძნებელი სანდრო კაკულია.

ამასთან, პრეზენტაციაზე სანდრო კაკულიამ ღვინის მუზეუმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს, ქვეყანას, რომელსაც  ღვინის საუკუნოვანი ისტორია აქვს, მალე, “ღვინის მუზეუმი“ ექნება.

“თბილისს ჩვენს დედაქალაქს, ღვინის სამშობლოს, ბევრი ასეული ათასწლოვანი ისტორიით, სამწუხაროდ, არ აქვს ღვინის და ვაზის მუზეუმი. სწორედ ამიტომ,  „ღვინის მუზეუმი“  უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელზეც მუშაობას დღეიდან ვიწყებთ.” -განაცხადა სანდრო კაკულიამ.

ამასთან, „თავისუფალი ქარხნის“ პლატფორმის ქვეშ შეიქმნება ფონდი, რომელიც წაახალისებს ყველა ინოვატორულ წამოწყებას და ხელს შეუწყობს შემოქმედებითობის განვითარებას, არაფორმალური განათლების მიღებას და კულტურული მიღწევების გაცნობას. იდეის პრეზენტაციაზე გახმოვანდება მრავალი ინიციატივა, რომელიც თბილისელებს და სტუმრებს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.

აღნიშნული იდეის, ინციიატივისა და პროექტების განხორციელებას აბრკოლებს ის ფაქტი რომ აღნიშნული ტერიტორია 2015 წლიდან  სასამართლო დავის საგანია. ასევე  აღნიშნული პროცესები ურყოფით გავლენას ახდენს  თავისუფლების ქარხანის  სამომავლო გეგმებზე.

ღვინის ქარხანა #1 იურისტის არჩილ თაბაგარის განცხადებით, ობიექტი სრულიად გამჭვირვალედ იქნა შესყიდული 2013-2014 წლებში.

„საკუთრების შეძენის დროს არ არსებობდა არავითარი დავა ობიექტის შესახებ და საჯარო რეესტრი, როგორც სახელმწიფოს მხრიდან უფლებამოსილი ერთადერთი ორგანო, მის მიერ გაცემულ ამონაწერში, არ იძლეოდა ინფორმაციას ობიექტის მიმართ რაიმე სამართლებრივი პრეტენზიის არსებობის თაობაზე.

ესაბამისად, ჩვენ ვენდეთ სახელმწიფოს და ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ობიექტის შეძენიდან თითქმის 2 წლის გასვლის შემდეგ საკუთრება სრულიად გამჭვირვალედ შეძენილ ობიექტზე აღმოჩნდებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ,“- განმარტავს იურისტი.

„თავისუფლების ქარხნის“ საინიციატივო ჯგუფი იწვევს ყველა თავისუფალ და თავისუფლებისმოყვარე ადამიანს, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო თავისუფლებისთვის ბრძოლა და რომელიც ეთანხმება ამ პრინციპების შინაარსს და იზიარებს მათ.

ვისაც აქვს საინტერესო  და კრეატიული იდეები, ნამუშევრები თუ გამოგონებები, სურს მიიღოს ცოდნა ან გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება სხვებს. ვიწვევთ ყველას, ვისაც თავისუფალ გარემოში საკუთარი თავის რეალიზაცია სურს, ყველას, ვისაც თავისუფლების შენებაში ერთი აგურის დადება მაინც შეუძლია.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად