“თავისუფლების ინსტიტუტი“ ბიძინა ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს (ვიდეო)

“თავისუფლების ინსტიტუტი” პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვს პლაგიატში ადანაშაულებს და მისთვის აკადემიური ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს.

“თავისუფალების ინსტიტუტის” დირექტორის სალომე ხვადაგიანის თქმით, „თავისუფლების ინსტიტუტმა მოიპოვა ბიძინა ივანიშვილის დისერტაცია, რომელიც დაცულია მოსკოვში 1987 წელს.

ჩვენ, დარგის ექსპერტთა ჯგუფს გავაცანით ეს დისერტაცია. საერთო დასკვნა ასეთია, რომ დისერტაცია როგორც სტრუქტურულად, ასევე შინაარსობრივად არ პასუხობს მინიმალურ აკადემიურ სტანდარტსაც კი.

დისერტაციას არ ქავ სქოლიო – ციტირების წესი არ არის დაცული, არ არის მითიტება წიგნებთან თუ სტატიებთან, არ არის დამოწმება წყაროების.

გარდა ამის გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ დისერტაცია შეიცავს პლაგიატს. ძალინ გავს როგორც სტრუქტურულად ასე შინაარსობრივად ევგენი ნოვოჟიროვის 2 წლით ადრე დაცულ დისერტაციას.

მივმართავთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, შეისწავლოს ბიძინა ივანიშვილის დისერტაციის შესაბამისობა არსებულ სტანდარტებთან და კვალიფიკაციებთან და დადგენილი წესით და კანონმდებლობით ჩამოართვას მას, აკადემიური ხარისხი”..

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად