“თავისუფლება სავჩენკოს!” – აქცია უკრაინის საელჩოსთან (ფოტორეპორტაჟი)

უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერი აქცია გაიმართა დღეს, უკრაინის საელჩოსთან.

აქციაზე შეკრებილი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და რამდენიმე პოლიტიკოსი. ისინი უკრაინელი მფრინავის, ნადია სავჩენკოს პატიმრობას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ეს უკანასკნელი თავისუფლებისთვისა და ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანია. 

ცნობისთვის, ნადეჟდა სავცენკოს ბრალად რუსი ჟურნალისტების მკვლელობა ედება. ის უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ბატალიონ “აიდარის” შემადგენლობაში იყო. 2014 წლის ივნისში ის ბოევიკებმა ტყვედ აიყვანეს.

 8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ის დაკავებულია რუსეთში, ვორონეჟის ოლქში. როგორც სავჩენკოს დამცველები აცხადებენ, მას საზღვარი საკუთარი ნებით არ გადაუკვეთავს, ის ლუგანსკის ოლქიდან რუსეთის სპეცსამსახურებმა მოიტაცეს და რუსეთში იძულებით გადაიყვანეს. 

27 ოქტომბერს მოსკოვის სასამართლომ მას 2015 წლის 13 თებერვლამდე წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. 

ფოტოების ავტორი: ალექსანდრე შარვაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...