თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი 

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში დასრულდა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი იუნორთა (18-20 წელი) შორის

საქართველოს კლასიკური სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ბრწყინვალე ასპარეზობის (3 ოქროს, 1 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედალი და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი) შემდეგ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა გუშინ ძალიან უღიმღამოდ დაასრულეს გამოსვლა ხუთ წონით კატეგორიაში, დღეს კი მდგომარეობა შედარებით გამოასწორეს და გოგა მამიაურის (74 კგ ) ბრინჯაოს და მირიან მაისურაძის (86კგ) ოქროს და გოგა მამიაურის (74 კგ ) ბრინჯაოს მედლებს ვასილ ხვისტანმა შემატა ბრინჯაოს მედალი. მან ფინალში, ანგარიშზე 9:5, ბეჭებზე გააკრა ბელარუსი მიკიტა ჰორჰუნი და სუფთად გაიმარჯვა.

დღევანდელმა ოქრომ და ორმა ბრინჯაომ საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები გუშინდელთან შედარებით ორი ადგილით დააწინაურა, თუმცა მაინც მეტად არასახარბიელო, ქართველი მოჭიდავეებისთვის, შედეგი დაფიქსირდა.

1. რუსეთი – -205 ქულა
2. მოლდოვა – 116 ქულა
3. აზერბაიჯანი – 115 ქულა
4. თურქეთი – 110 ქულა
5. უკრაინა – 107 ქულა
6. სომხეთი – 101 ქულა
7. საქართველო – 77 ქულა
8. ბელარუსი – 69 ქულა
9. გერმანია – 51 ქულა
10. უნგრეთი – 39 ქულა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...