„თავისუფალი საქართველო“: იმედი გვაქვს „რუსთავი 2“-ის პრაქტიკა სხვა დაზარალებული მესაკუთრეების საქმეებზეც გავრცელდება

„რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა ეხმაურება. განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს

„გვურს ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს მოქალაქეებისთვის ბიზნესისა და ქონების უკანონოდ ჩამორთმევას მასიური სახე ჰქონდა და „რუსთავი 2“ არ არის ამ მხრივ ერთადერთი გამონაკლისი. სამწუხაროდ, სხვა შემთხვევებში ქართული მართლმსაჯულება არ აღმოჩნდა ასეთივე სწრაფი და ეფექტური, როგორც
ეს მოხდა ძმები ყარამანიშვილების და ქიბარ ხალვაშის დავის დროს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, „რუსთავი 2“-ის საქმის პრაქტიკა გავრცელდება ყველა სხვა დაზარალებულზე და ყველა კანონიერი მესაკუთრე შეძლებს უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას.
„თავისუფალი საქართველო“ უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს ყველა დაზარალებულ მესაკუთრეს, რათა მათ საკუთარი უფლებების აღდგენა მოახდინონ ზუსტად იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რაც მართლმსაჯულების სისტემის მიერ გამოყენებული იყო კომპანია „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში.“- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...