“თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე” – ქუთაისში ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს

“თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე” – ამ სლოგანით ეხმიანებიან ქუთაისელი ჟურნალისტები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს.

მათ აქცია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამართეს და კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

“საყურადღებო და საგანგაშოა პროცესები, რომელიც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს. აღნიშნული არხის ჟურნალისტები უკვე ღიად და დაუფარავად საუბრობენ იმაზე, რომ ახალი დირექტორი გიორგი კოხრეიძე ათავისუფლებს პროდიუსერებს, რომლებიც არიან მიუკერძოებლები და პროფესიონალები.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ჟურნალისტები შევიკრიბეთ და სოლიდარობას ვუცხადებთ კოლეგებს, ასევე მოვუწოდებთ ახალ დირექციას, შეწყვიტოს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება”, – აღნიშნა „აიპრესთან“ საუბრისას ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად