A1 ბანერი

თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო თასის გათამაშებაზე დაშვებული გუნდები ქვეჯგუფებში გადაანაწილეს

11 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ კორსიე-სიურ-ვევეში გაერთიანებულლი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, რომელიც ამა წლის 15-17 მარტს რუსეთში, სახა-იაკუტიის დედაქალაქ იაკუტსკში გაიმართება, 2018 წელს ბუდაპეშტში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის რვა საუკეთესო გუნდი ორ ქვეჯგუფში შემდეგი პრინციპით გადანაწილდება:

მსოფლიოს N1 გუნდი A ჯგუფში მსოფლიოს N4, N5 და N8 გუნდებთან იასპარეზებს, ხოლო მსოფლიოს N2 გუნდი მსოფლიოს N3, N6 და N7 გუნდებთან.

ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ადგილები ასე განაწილდა:

1.რუსეთი; 2.აშშ; 3.საქართველო; 4.კუბა; 5.იაპონია; 6.ირანი; 7.მონღოლეთი; 8.თურქეთი.

შესაბამისად A მოხვდნენ რუსეთი, კუბა, იაპონია და თურქეთი, ხოლო B ჯგუფში კი – აშშ, საქართველო, ირანი და მონღოლეთი.

შეხვედრათა განრიგი და საპიზო ადგლების გათამაშების ფორმატი მოგვიანებით გახდება ცნობილი

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიო თასის გათამაშება აშშ-ში გაიმართა. აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების და შემდეგ დიპლომატიური პერსონალის ორმხრივად შემცირების შედეგად, რუსეთის მოჭიდავეებმა გამარტივებული რეჟიმით ვიზების მიღება ვერ შეძლეს და მსოფლიო თასის გათამაშებაში არ მონაწილებდნენ. არ მონაწილეობდა აგრეთვე ზედიზედ ექვსჯერ – 2011-17 წლებში, მსოფლიო თასის მფლობელი ირანის ნაკრები. მან ტურნირს ბოიკოტი გამოუცხადა. საქართველოს ნაკრებმა, რომელიც თასის გათამაშებაზე მეორე გუნდით მონაწილეობდა, მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში მონღოლეთი დაამარცხა. 1-4 ადგილები აშშ-ის, აზერბაიჯანის, იაპონიის და კუბის გუნდებს ხვდათ წილად.

მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...