თავის გარემოცვაში ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ვლადიმერ პუტინი თვითიზოლაციაში გადავიდა

ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრეს-სამსახური ავრცელებს

ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რახმონთან სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აცნობა მას, რომ თავის გარემოცვაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო იძულებულია თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდეს, – ნათქვამია კრემლის-პრესს სამსახურის მიერ სამშაბათს, 14 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
 
იზოლაცია არ იმოქმედებს პრეზიდენტის უშუალო სამსახურზე, მაგრამ რაღაც დროის განმავლობაში პირისპირ შეხვედრები არ იქნება”, – განმარტა პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
 
ვლადიმერ პუტინს ამ კვირაში მონაწილეობა უნდა მიეღო დუშანბეში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს სესიის და თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის მუშაობაში და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების და თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის მონაწილე ქვეყნების მეთაურთა ერთობლივ სხდომაში.
კომენტარები
იტვირთება...