თავდაცვის სამინისტრომ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 6 თვეში ნახევარ მილიონზე მეტი დახარჯა

საინფორმაციო სააგენტო “აიპრესის” მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხის თანახმად ირკვევა, რომ 2019 წლის მე-2 კვარტლის ბოლოსთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებულია 498 პირი, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით – 6, ხოლო შრომითი
ხელშეკრულებით – 53 პირი.

შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე 2019 წლის ექვს თვეში დახარჯული 569 491, 70 ლარი. თვეების მიხედვით მონაცემები ასეთია:

  • იანვარი 95,838.36
  • თებერვალი 89,020.16
  • მარტი 107,187.54
  • აპრილი 93,689.85
  • მაისი 95,730.62
  • ივნისი 88,025.17
  • სულ: 569,491.70

მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, რომ უწყებას სამი წლის მონაცემები მოეწოდებინა, მათ საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდოს უშტატო თანამშრომლების 2017-2018 წლების ანაზღაურებაზე, რის შესახებაც კიდევ ერთხელ, განმეორებით მივმართავთ.

ის, რომ სამი წლის მონაცემებს ვითხოვდით, კარგად ჩანს, თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ პასუხშივე:

“თქვენი 2019 წლის 3 სექტემბრის No898438 განცხადების პასუხად, დანართის სახით წარმოგიდგენთ ინფორმაციას, 2017 წლიდან 2019 წლის მე-2 კვარტლის ჩათვლით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შრომის ანაზღაურების და მივლინების ხარჯების შესახებ, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა ვინაობის მითითებით. ასევე გაცნობებთ, რომ 2019 წლის მე-2 კვარტლის დასასრულისათვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებულია 498 პირი, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით – 6, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით – 53 პირი.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად