თავდაცვის სამინისტრომ 5000-მდე ბინა ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონა

საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა თავდაცვის სამინისტროს ინიციატივას და სამინისტროს ბალანსზე არსებული 5000-მდე ბინა ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს იყო წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა.

„დღეს განვიხილეთ ჩვენი სამინისტროს ინიციატივა და მივიღეთ შესაბამისი დადგენილება, მთელი ქვეყნის მასშტაბით აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული 5000-მდე ბინა ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდებათ.

ეს იყო წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა, რომელიც წარმოშობდა პრობლემას ჩვენი მოქალაქეებისთვის. მათ პრაქტიკულად უმძიმეს სოციალურ პირობებში უწევდათ ცხოვრება აღნიშნულ ბინებში.

ეს ვითარება პრობლემას უქმნიდა როგორც სამინისტროს, ასევე ამ ფართობში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად