თავდაცვის სამინისტრო: ავღანეთში საარჩევნო უბნები ჯერ კიდევ გახსნილი არ იყო, როდესაც სოციალურ ქსელში ბოტებმა და ტროლებმა დაიწყეს დეზინფორმაციის გავრცელება!

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მოლოდინაშვილი ინფორმაციას ავრცელებს.

“მაშინ როდესაც ავღანეთში საარჩევნო უბნები ჯერ კიდევ გახსნილი არ იყო, სოციალურ ქსელში ბოტებმა და ტროლებმა დაიწყეს დეზინფორმაციის გავრცელება! თითქოს ავღანეთში არჩევნები ჩატარდა, ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და გამარჯვებულიც გამოაცხადეს. ეს არის ფეიკ ნიუსის კლასიკური მაგალითი.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საარჩევნო უბნები ავღანეთში საქართველოს დროით 20:00-ზე დაიხურება, ხოლო შედეგს ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაცხადებს. დაელოდეთ შედეგებს მოქალაქეებო ნუ ატყუებთ ამომრჩევლებს. სირცხვილია“, – ნათქვამია ნიკა მოლოდინაშვილის გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად