თავდაცვის საკითხებში სამინისტროს სპეციალური ბრიტანელი მრჩეველი საქართველოს ტოვებს

თავდაცვის საკითხებში სამინისტროს სპეციალური ბრიტანელი მრჩეველი საქართველოს დღეს ტოვებს. გამგზავრებამდე სტივენ გლოვერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და სამინისტროს თანამშრომლები დაემშვიდობნენ. მათ სტივენ გლოვერს გაწეული დახმარებისთვის, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

სტივენ გლოვერმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში მუშაობის პერიოდი დადებითად შეაფასა, ქართველ კოლეგებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ მომავალშიც საქართველოს ახლო მეგობრად დარჩება.

დიდმა ბრიტანეთმა თავდაცვის სამინისტროში სპეციალური მრჩეველი ოთხი წლის წინ მოავლინა. სტივენ გლოვერი თავდაცვის უწყებას ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების პროცესში დახმარებასა და კონსულტაციებს უწევდა. როგორც თავდაცვის სამინისტროშ განმარტავენ,  მან სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...