თავდაცვის მინისტრის მრჩეველი: იმ პერიოდში ქართველი ჯარისკაცები აფრიკაში არ იმყოფებოდნენ

თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ხათუნა მიქაცაძე ფრანგული პრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით "აიპრესთან" კომენტარს აკეთებს. 

როგორც თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ხათუნა მიქაცაძემ განაცხადა, იმ პირველადი ინფორმაციის თანახმად, რომელიც მოიკვლიეს, ქართველ ჯარისკაცებს არანაირი კავშირი არ აქვთ იმ ბრალდებასთან, რომელიც ფრანგულ პრესაში გავრცელდა.

"ქართველი ჯარისკაცები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრნენ 2014 წლის ივნისში. ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით საუბარია 2013 დეკემბრის მისიაზე, რა პერიოდშიც ქართველი ჯარისკაცები საერთოდ არ იმყოფებოდნენ ქვეყანაში. ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ჩვენ გვყავს ღირსეული ჯარისკაცები",-განაცხადა მიქაცაძემ. 

ფრანგული მედიის ცნობით, ქართველი ჯარისკაცები ფრანგ ჯარისკაცებთან ერთად ადგილობრივ არასრულწლოვანებს საკვების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად