თავდაცვის მინისტრი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. სადღესასწაულო ღვთისმსახურება თავდაცვის ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავით ლონდარიძემ აღავლინა.

ტაძრის გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა გაიმართა, სასულიერო პირებმა, ტაძრის მსახურებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით საგალობელი იგალობეს.

სააღდგომო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მინისტრმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ტაძარში შეკრებილ მრევლს, სრულიად საქართველოს, ქართულ ჯარს მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა.

ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალმაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი მოადგილეები დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...