თავდაცვის მინისტრი: მე თითოეული ჯარისკაცის მეგობარი და ფარი ვიქნები

ამის შესხებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან, საქართველოს პარლამენტში მისი თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ განაცხადა. 

“ჩემთვის ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამავდროულად ეს არის საპატიო, საამაყო თანამდებობა.

მე ვიტყოდი, რომ არ არსებობს იმაზე მაღალი მისია, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას, სამშობლოს შენს ჯარს.

მე ვიქნები თითოეული ჯარისკაცის მეგობარი, მათი ფარი ვიქნები. მე მივდივარ ძალიან მაღალი მოტივაციით, ბოლომდე დავიხარჯები იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა და ჯარი გახდეს კიდევ უფრო ძლიერი.

მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები გახდეს, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, ერთი ოჯახი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი:

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...