თავდაცვის მინისტრი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს, გენერალ ტოდ ვოლტერსს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა გენერალ ვოლტერსს ნატოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მნიშვნელობაზე. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს როლზეც ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უწყება განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას და ნატოსთან თავსებადი, მდგრადი და მობილური თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებას ნატო-სთან არსებული მექანიზმების ეფექტური გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტენსიური თანამშრომლობით.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად