თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, ჯასტინ მაკკენზი სმიტს უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.

ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში გაერთიანებული სამეფოს განსაკუთრებულ წვლილზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიტანეთის მხარეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად