თავდაცვის მინისტრი ახალ წელს ავღანეთში სამხედროებთან ერთად შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ 2015 წლის დადგომა ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად აღნიშნა. 

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას ახალი წელი მინისტრთან ერთად, მისმა მოადგილემ გოჩა რატიანმა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ მიულოცეს. თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო მისიაში მონაწილე კონტინგენტს სიტყვით მიმართა, ქართველი სამხედროების საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

ავღანეთში მყოფ ჯარისკაცებს საქართველოდან ტელეხიდის მეშვეობით ახალი წელი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...