თავართქილაძე: “ხრუშოვკების” ჩანაცვლების საუკეთესო წინადადება “არქი ჯგუფმა” წარმოადგინა

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე , დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტად ლევან ხაბეიშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და აცხადეს:

„ვარკეთილის ავარიული შენობების ჩანაცვლების პროექტზე გამოცხადებული იყო ინტერესთა გამოხატვა.  რომელიც დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში იყო განთავსებული ვებგვერდზე, ასევე სხვადასხვა მედიას საშუელებებში. ერთადერთი კრიტერიუმი გამარჯვებულის გამოსავლენად გარდა საკვალიფიკაციო მოთხოვნისა, იყო გადმოსაცემი ფართის ოდენობა. დადგენილი იყო მინიმალური ოდენობა და პრეტენდენტები ერთმანეთს კონკურენციის ფარგლებში ეჯიბრებოდნენ, თუ ვინ უფრო მეტ ფართს გადასცემდა მუნიციპალიტეტს.

ამ შემთხვევაში, გამარჯვებული კომპანია ჩვენ გადმოგვცემს 7 585 კვ.მ დასრულებულ და აშენებულ ბინას, რომელიც განაწილდება ავარიული ბინების მესაკუთრეებზე.

მოგეხსენებათ, რომ სამშენებლო ბიზნესში ყოველი კონკრეტული პროექტისთვის იქმნება ახალი კომპანია, ამიტომ მოთხოვნილი იყო არა ახალი დაფუძნებული კომპანიის გამოცდილება, არამედ მასთან აფილირებული ან მასთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული კომპანიების გამოცდილება. ამ შემთხვევაში გამარჯვებული არის “არქისთან” დაკავშირებული კომპანია და შესაბამისად, მხედველობაში იქნა მიღებული „არქის“ გამოცდილება“, – განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.

შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვლმა განაცხადა, რომ  კახი კალაძემ საკუთარ ძმაკაცს 16 მილიონი ლარის ქონება 1 ლარად გადასცა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...